saqarTvelos mdinareebi - gega
სათავე | გაგრის ქედი 43°31`29` ჩ. გ. 40°20`43` ა. გ. |
შესართავი | ბზიფი 43°22`07` ჩ. გ. 40°27`29` ა. გ. |
სიგრძე | 26 კმ |
მდინარე აფხაზეთში, ბზიფის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს გაგრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2400 მ. სიგრძე 26 კმ. მთავარი შენაკადებია აგეფსთა და იუფშარა (ორივე მარცხენა). საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი 27 მ3/წმ.